
მედია: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა
13/03/2024 11:33:04 საზოგადოება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში 50 წლამდე ასაკის კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა, – იუწყება "მთავარი არხი".
ტელეარხის ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
დაკავებულია 40 წლამდე ასაკის კაცი.
მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.