Accentnews.ge
კულება: უკრაინის არმია მალე იგრძნობს ჭურვების მიწოდების ზრდას ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში

კულება: უკრაინის არმია მალე იგრძნობს ჭურვების მიწოდების ზრდას ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში

13/03/2024 10:46:06 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევის მიერ მიღებული სიგნალების მიხედვით, უკრაინელი სამხედროები უახლოეს მომავალში იგრძნობენ საბრძოლო მასალის მიწოდების ზრდას ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში. ამის შესახებ მან კიევში მოლდოველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენი ბიჭები ფრონტზე იგრძნობენ ჭურვებით მომარაგების ზრდას უახლოეს მომავალში, ანუ ამას ბევრი თვე არ დასჭირდება", - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ამ კვირაში შედგება კონტაქტები ჩეხ კოლეგებთან, სადაც დეტალურად წარმოადგენენ საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმას.

მან დასძინა, რომ კიევი მზად არის სრული თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

"ჩეხური ინიციატივა შექმნილია იმისთვის, რომ განხორციელდეს მთელი წლის განმავლობაში. პირველი ჭურვები უახლოეს მომავალში შემოვა. შემდეგ კი, მთელი წლის განმავლობაში, ახალი პარტიების ჩამოსვლა გაგრძელდება", - აღნიშნა კულებამ.

წინა დღეს იუწყებოდნენ, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის 300 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის სავალდებულო შესყიდვის გარდა, პრაღამ მიიღო წინასწარი თანხმობა დამატებით 200 ათასი ჭურვის შესაძენად.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ აღმოაჩინა 800 ათასამდე ჭურვი ევროპის გარეთ და რომ ფინანსური რესურსია საჭირო, რათა ჭრვები უკრაინას მიეწოდოს. რამდენიმე დიდმა ქვეყანამ გამოთქვა დაფინანსების სურვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S