Accentnews.ge
მედია: შოლცი, მაკრონი და ტუსკი ბერლინში შეიკრიბებიან უკრაინის გამო უთანხმოების დასაძლევად

მედია: შოლცი, მაკრონი და ტუსკი ბერლინში შეიკრიბებიან უკრაინის გამო უთანხმოების დასაძლევად

13/03/2024 10:35:14 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ – მინისტრი დონალდ ტუსკი პარასკევს, 15 მარტს ბერლინში შეიკრიბებიან უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე სასაუბროდ,– წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.

მაკრონი ბერლინში პარასკევს შუადღისას უნდა ჩავიდეს და ჯერ ცალკე ოლაფ შოლცს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში მათ დონალდ ტუსკი შეუერთდება დიალოგზე ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში, რომელიც იქნება სამი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც დონალდ ტუსკი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდა.

შეხვედრამ ხელი უნდა შეუწყოს უთანხმოების გადაჭრას და ერთიანობის დემონსტრირებას მას შემდეგ, რაც პარიზსა და ბერლინს შორის დაგროვდა დაძაბულობა უკრაინის მხარდაჭერის რიგ საკითხებზე პოზიციების უთანხმოების გამო და ეს ხილულიც გახდა – აღნიშნავს გამოცემა.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდი იყო გერმანიის კანცლერის რეაქცია მას შემდეგ, რაც მაკრონმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა მოკავშირეთა ჯარების პოტენციურ გაგზავნას უკრაინაში.

შემდეგ მაკრონმა თქვა, რომ ევროპისთვის დადგა დრო, როდესაც „აუცილებელია, არ ვიყოთ მშიშრები“, რაც ოლაფ შოლცისადმი საყვედურად მიიღეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ასეთი კომენტარები „უკრაინის დახმარების საკითხების გადაწყვეტას არ უწყობს ხელს“.

გამოცემის ცნობით, გერმანელი ოფიციალური პირები არასაჯაროდ ჩივიან, რომ მაკრონი მიმართავს მკაფიო განცხადებებს, მაგრამ ამავდროულად, საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი საგრძნობლად ჩამორჩება გერმანიისას.

ვარშავა ჯამში მიესალმა მაკრონის განცხადებებს მომავალში უკრაინაში მოკავშირეთა ჯარების არსებობის პოტენციური შესაძლებლობის შესახებ, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორისკიმ აღნიშნა, რომ ნატოს ჯარების ყოფნა უკრაინაში "არ არის წარმოუდგენელი".

ბერლინში ერთ-ერთი თანამოსაუბრე, რომელიც იცნობს შეხვედრისთვის მზადების დეტალებს, ამბობს, რომ პარასკევის შეხვედრის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები ან განცხადებები არ იგეგმება და მისი მთავარი მიზანი ერთიანობის სიგნალის გაგზავნაა.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს პოლონეთის ლიდერები შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს, როგორ შეინარჩუნონ და გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S