
პარლამენტში შალვა პაპუაშვილის კაბინეტთან დარაბები დააყენეს
13/03/2024 10:11:17 საზოგადოება
პარლამენტის შენობის დერეფანში, სადაც საკანომდებლო ორგანოს სპიკერის შალვა პაპუაშვილის კაბინეტია, დარაბები დააყენეს.
აღნიშნული დერეფნის საშუალებით შესაძლებელი იყო დანახვა, თუ ვინ შედიოდა და გამოდიოდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში. როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, პაპუაშვილის კაბინეტთან დარაბების დაყენება საგამოფენო სივრცის მოწყობას უკავშირდება.
„უბრალოდ, იქ უნდა გაკეთდეს სივრცე, რომელიც დაეთმობა გამოფენას ან სხვა ისეთ ღონისძიებებს, რომელზეც ჟურნალისტებიც იქნებიან საქმის კურსში. ეს დერეფანი არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ჩუმად მოხვდე პარლამენტის თავმჯდომარესთან“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
მთავარი ფოტო/„ტვ პირველი“