Accentnews.ge
ბერძნულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონებით თავდასხმა მოიგერია

ბერძნულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონებით თავდასხმა მოიგერია

13/03/2024 09:08:00 მსოფლიო

ბერძნულმა ხომალდმა, რომელიც წითელ ზღვაში ევროკავშირის სპეციალური მისიის ფარგლებში იმყოფება, ჰუსიტების დრონების თავდასხმა მოიგერია. წერს Reuters.

ბერძნულმა სამხედროებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ "ბერძნულმა გემმა, რომელიც მონაწილეობს ევროკავშირის სამხედრო მისიაში წითელ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა ორ დრონს და შეტევა მოიგერია". სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

სამშაბათს, მსგავსი შეტყობინება გამოჩნდა მისიაში მონაწილე იტალიურ გემთან დაკავშირებით. ეპიპაჟმა ორი დრონი ჩამოაგდო.

აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედროებმა ჩამოაგდეს ათობით დრონი წითელ ზღვაში შაბათ-კვირას მას შემდეგ, რაც იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მებრძოლები თავს დაესხნენ სატვირთო გემს Propel Fortune-ს და ამერიკულ გამანადგურებლებს.

დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სპეციალური სამხედრო მისია რეგიონში 10 მოკავშირესთან ერთად სავაჭრო გემების დასაცავად. მას შემდეგ მათ ჩამოაგდეს ჰუთების მიერ გაშვებული მრავალი რაკეტა და დრონი,არაერთხელ დაარტყეს მათ სამხედრო ობიექტებსა და იარაღის საცავებს იემენში.

19 თებერვალს ევროკავშირის საზღვაო მისიამ წითელ ზღვაში სამოქალაქო გემების დასაცავად ოფიციალურად დაიწყო მუშაობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S