Accentnews.ge
ბაიდენი: რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება, უნდა ვიმოქმედოთ!

ბაიდენი: რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება, უნდა ვიმოქმედოთ!

13/03/2024 07:39:39 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა და პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდა, "რადგან რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება".

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება, რადგან როგორც პოლონეთს ახსოვს, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. პუტინი უფრო შორს წავა და ევროპას, აშშ-სა და მთელ თავისუფალ სამყაროს საფრთხეში ჩააგდებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენი პოლონელ ლიდერებს დაპირდა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, პოლონეთის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ნატო-ს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაზრდის საკითხი განიხილა, როგორც ეს მან მანამდეც დააანონსა:

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ნათლად აჩვენა, რომ აშშ უსაფრთხოების საკითხებში ლიდერად უნდა დარჩეს. მაგრამ, ალიანსის უსაფრთხოებაზე სხვა მოკავშირეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S