Accentnews.ge
პენტაგონი: ჩინეთი უსწრებს რუსეთს და შეერთებულ შტატებს ჰიპერბგერითი იარაღის კუთხით

პენტაგონი: ჩინეთი უსწრებს რუსეთს და შეერთებულ შტატებს ჰიპერბგერითი იარაღის კუთხით

13/03/2024 07:32:44 მსოფლიო

ჩინეთი მნიშვნელოვნად უსწრებს რუსეთს და შეერთებულ შტატებს ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებაში, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სამშაბათს კონგრესის მოსმენაზე.

DIA-ს ცნობით, ჩინეთი კონცენტრირდა ჰიპერბგერითი იარაღის უდიდეს არსენალზე, რომელსაც შეუძლია ატაროს როგორც ბირთვული, ასევე ჩვეულებრივი ქობინი.

ამერიკელი ექსპერტები ყველაზე ეფექტურს უწოდებენ DF-17 რაკეტას, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2020 წელს და შეუძლია სამიზნეების დარტყმა 1600 კილომეტრამდე მანძილზე.

რუსეთს, როგორც პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სამი ტიპის ჰიპერბგერითი იარაღი აქვს, რომლებიც უკვე გამოიყენა უკრაინაზე დარტყმისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა ჩაატარეს ჰიპერბგერითი იარაღის არაერთი წარმატებული ტესტირება და, როგორც ჩანს, სისტემები საბრძოლო მოვალეობაზე დააყენეს, ჩინეთი უსწრებს რუსეთს, როგორც ასეთი სისტემების რაოდენობით, ასევე მათი მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურით",– თქვა მოსმენაზე DIA-ს წამყვანმა მეცნიერმა–თანამშრომელმა პოლ ფრეისლერმა.

მისი თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩინეთი აქტიურად იყო ჩართული ამ ტიპის იარაღის კვლევაში, შექმნასა და ტესტირებაში. 2014 წლიდან პეკინი ამოწმებს კონტინენტთაშორის რაკეტებს ჰიპერბგერითი მართვადი ქობინით. ის ასევე მუშაობს ჰიპერბგერით ძრავაზე.

შეერთებული შტატები აძლიერებს ჰიპერბგერითი იარაღის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ავითარებს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო რაკეტებს. თუმცა, როგორც ამერიკელმა წარმომადგენლებმა მოსმენაზე განაცხადეს, ამ სფეროში შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ჩამორჩება. უფრო მეტიც, შეერთებული შტატები არ გეგმავს ჰიპერბგერითი რაკეტების აღჭურვას ბირთვული ქობინით, რადგან მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ამერიკული ბირთვული არსენალი საკმარისია პოტენციური აგრესორის შესაკავებლად.

მანამდე BBC-ის რუსული სამსახური წერდა, რომ 2018 წლიდან რუსეთში მინიმუმ 12 მეცნიერი დააკავეს, რომლებიც სწავლობდნენ ჰიპერბგერითი სიჩქარის ფიზიკურ პროცესებს. მათგან სამი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S