Accentnews.ge
ზელენსკი: რუსეთს საპასუხო ზარალს მივაყენებთ, კრემლში უნდა ისწავლონ, რომ ტერორი დაუსჯელი არ რჩება

ზელენსკი: რუსეთს საპასუხო ზარალს მივაყენებთ, კრემლში უნდა ისწავლონ, რომ ტერორი დაუსჯელი არ რჩება

13/03/2024 06:02:13 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კრივი –რიჰზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ საპასუხო დარტყმებს განახორციელებენ.

"რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო ზარალს მივაყენებთ - სრულიად სამართლიანად. მათ კრემლში უნდა ისწავლონ, რომ ტერორი მათთვის დაუსჯელი არ რჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან ვერაფერი განკურნავს, მაგრამ ისინი განიცდიან დანაკარგს. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამით შეიძლება ის უსაფრთხო გახდეს მეზობლებისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის, ჩვენი ქმედებები ახლა სიცოცხლის გადამრჩენია", - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსების მიერ კრივი-რიჰის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

“კრივი-რიჰი. ისევ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. 3 გარდაცვლილი და 38 დაშავებული, მათ შორის არიან ბავშვები. თუმცა ეს ციფრები საბოლოო არ არის, ვინაიდან, საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება",- წერს კლიმენკო სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S