
რუსეთის თავდასხმას კრივი-რიჰზე სამი ადამიანი ემსხვერპლა
13/03/2024 05:59:08 მსოფლიო
რუსების მიერ კრივი-რიჰის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
“კრივი-რიჰი. ისევ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. 3 გარდაცვლილი და 38 დაშავებული, მათ შორის არიან ბავშვები. თუმცა ეს ციფრები საბოლოო არ არის, ვინაიდან, საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება",- წერს კლიმენკო სოციალურ ქსელში.
მანამდე კრივი-რიჰის დაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ სამი რაკეტის აფეთქება დაფიქსირდა, მათ შორის ერთი პირდაპირ ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა.