Accentnews.ge
აშშ უკრაინას 300 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 300 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

12/03/2024 19:12:05 მსოფლიო

აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

“ეს პაკეტი, რომელსაც ვაცხადებთ, მოიცავს დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვს HIMARS სისტემებისთვის, GMLRS–ის ტიპის რაკეტებს. ეს დახმარებაა, რომელიც ძალიან სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ თავი დაიცვას რუსული თავდასხმებისგან”, - განაცხადა სალივანმა.

მან განმარტა, რომ აღნიშნული პაკეტისთვის სახსრები “ხარჯების გაუთვალისწინებელი დაზოგვის" გამო გაჩნდა, პენტაგონის მიერ უკვე გაფორმებულ კონტრაქტებში კიევისთვის გადაცემული იარაღის ჩასანაცვლებლად.

კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეგობის გამო აშშ ამ დრომდე ვერ ახერხებს უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას.

დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა, ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.

2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S