
დანიის მთავრობა უკრაინას 337 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს
12/03/2024 17:23:21 მსოფლიო
დანიის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის ახალ, 337 მილიონი დოლარის (2.3 მილიარდი დანიური კრონა) ოდენობის პაკეტს გადასცემს. პაკეტი, მათ შორის "კეისრის" ტიპის საარტილერიო სისტემებსა და საბრძოლო მასალებს მოიცავს.
ახალი დახმარების პაკეტისთვის დანიის პრემიერ–მინისტრ მეტე ფრედერიკსონს, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარება ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენს.
ფრედერიკსენმა ასევე განაცხადა, რომ დანიის მიერ მიწოდებული F-16 მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის ცაში მიმდინარე წლის ზაფხულისთვის გამოჩნდებიან.