
Reuters: აშშ უკრაინისთვის 400 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს
12/03/2024 16:12:19 მსოფლიო
აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, – იუწყება Reuters ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
როგორც Reuters იტყობინება, აღნიშნული აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული პირველი სამხედრო პაკეტი იქნება, იმის ფონზე, რომ „რესპუბლიკელები” აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გატანას ბლოკავენ.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პაკეტის გადაცემის შესახებ არაუგვიანეს სამშაბათს გამოცხადდება.