Accentnews.ge
ევროპარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ

ევროპარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ

12/03/2024 15:42:31 მსოფლიო

ევროპარლამენტმა კენჭი უყარა და მიიღო კანონი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის და მათთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ.

კანონი კერძოდ, ამარტივებს იმ აქტივების კონფისკაციას, რომლებსაც შეზღუდვა შეეხებათ. ამასთან, ახალი კანონით დადგინდა სანქციების დარღვევის განსაზღვრა და მათ გამო სასჯელის პრინციპები. უნებლიედ დარღვევის გარდა, ახალი კანონით დაისჯება იარაღით და ორმაგი დანიშნულების საქონლით სავაჭრო ქმედება, რომელიც დაუდევრობით განხორციელდება.

ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან მიიღო ნთავიანთი კანონები, რომლებიც საერთო წესს შეესაბამება. ამ კანონებით სანქციებისთვის თავის აცილება სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს და უნდა ითვალისწინებდეს პატიმრობას ხუთ წლამდე.

კანონი ასევე ითვალისწინებს სანქციების გვერდის ავლით მიღებული შემოსავლის და ამისთვის გამოყენებული საშუალებების კონფისკაციას. ეს ეხება, მათ შორის აქტივებს, რომელთა მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდებოდა. ეს ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, კონფისკაცია გაუკეთოს რუსეთის მეწარმეების და კომპანიების ქონებას, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლაშია ეჭვმიტანილი.

დოკუმენტს ევროპარლამენტში მხარი დაუჭირა 543-მა დეპუტატმა, 45 წინააღმდეგი იყო. 27-მა თავი შეიკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S