
NYT: F-16-ები უკრაინის ცაზე ზაფხულში გამოჩნდებიან
12/03/2024 13:44:04 მსოფლიო
ევროპული ქვეყნები უკრაინას მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს წინა წელს დაჰპირდნენ, მაგრამ პილოტების მომზადება და გადაცემის პროცესი მოსალოდნელზე უფრო რთული აღმოჩნდა. დაპირებული 45 თვითმფრინავიდან უკრაინა ზაფხულამდე მხოლოდ 6 ერთეულს მიიღებს,– იტყობინება NYT საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის შეუდგებიან უკრაინელი პილოტები სასწავლო კურსს რუმინეთში, ფეტესტის საავიაცო ბაზაზე, მაგრამ დაყოვნება იწყვევს გაურკვევლობას ალიანსის წევრებს შორის.
წვრთნა დაასრულა 12–მა უკრაინელმა პილოტმა, რაც ნაკლებია, ვიდრე ერთი ესკადრილია. დანიაში, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში 10-თვიანი პროგრამის გავლის შემდეგ პილოტები მზად არიან, ჩაერთნონ საომარი მოქმედებებში. თუმცა, პრობლემად რჩება თვითმფრინავების დროული მიწოდება. წყაროს ცნობით, ზაფხულამდე უკრაინა მოკავშირეებისგან დაპირებული 45-დან მხოლოდ 6 F-16–ს მიიღებს.
„ახალი საბრძოლო თვინმფრიმნავები ჩვენს ცაში წელს გამოჩნდებიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვა უფრო ეფექტური გახდეს რუსების მართვადი ბომბების, საბრძოლო თვიმფრინავებისა და რაკეტების წინააღდეგ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 1 მარტს.
ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ როდის გაგზავნიან ევროპული ქვეყნები თვითმფრინავებს, რამდენს, რა დონეზე სწრაფად შეძლებენ უკრაინელი პილოტების გაწვრთვნას, ასევე უცნობია, ვინ იქნება პასუხისმგებელი ლოჯისტიკურ ნაწილზე - თვითმფრინავების გამართულად მუშაობასა და შეკეთებაზე.
ავტორი წერს, რომ უკრაინელმა პილოტებმა ისედაც “ელვის სისწრაფით” რამდენიმე თვეში გაირეს სასწავლო კურსი, რომელიც სტანდარტულად თეორიულ ნაწილს, სიმულაციურ სწავლებას, ფრენას მოიცავს და წლები გრძელდება. მიუხედავად ამისა, პროცესი მოლოდინზე უფრო ნელი ტემპით მიდის - ენობრივი ბარიერის მიღმა, პრობლემას ქმნის უკრაინელი პილოტების დასავლურ საფრენ აპარატებთან მუშაობის გამოუცდელობა. ამ დრომდე უკრაინელი პილოტები მხოლოდ საბჭოთა და რუსულ წარმოების თვითმფრინავებზე იწვრთნებოდნენ.
დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია და ბელგია უკრაინას ჯამურად 45 თვითმფრინავს დაჰპირდნენ. ეს დაახლოებით 3 პატარა ესკარდილიაა. გრაფიკის მიხედვით, უკრაინა დანიისგან წლის ბოლომდე სულ 19 აპარატს მიიღებს, მათ შორის პირველ 6 – ზაფხულამდე. დანარჩენ ქვეყნებს სავარაუდო გადაცემის თარიღი არ დაუსახელებიათ. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერის იურიაან ესერის თქმით, უკრაინა დაპირებულ 24 თვითმფრინავს მაშინ მიიღებს, როდესაც "ამისთვის მზად იქნება."
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ერთი F-16-ის სრულ მომსახურებას 14 ადამიანი სჭირდება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დასავლელი სამხედრო კონტრაქტორები აპარატებს მომსახურე პერსონალს უკრაინაში გაჰყვებიან და მანამ დარჩებიან, ვიდრე საკმარისი უკრაინელი არ გადამზადდება. დაახლოებით 50 უკრაინელი ტექნიკოსი გადამზადდა დანიაში.
უკრაინის მოძველებული და დაზიანებული სამხედრო საფრენი ბილიკების მდგომარეობამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეაფერხოს დასავლური ბორტების ბრძოლის ველზე გამოჩენა. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა თქვა, რომ ინფრასტრუქტურის ადაფტაციის პროცესი მიმდინარეობს.
F-16-ების საკითხზე არანაკლებ აწუხებთ უკრაინელ ლიდერებს ვითარება ხმელეთზეც, სადაც, მათ სჭირდებათ უფრო მეტი საარტილერიო ჭურვი და ამუნიცია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის სახმელეთო კომპონენტისთვის.
“F-16 ტექსნიკური მახასიათებლებისა და რაოდენიბის გამო არ ვფიქრობ, რომ ისინი ამ ეტაპზე კარდინალური ცვლილებების მომტანი იქნებიან ბრძოლის ველზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა ამუნიციასთან ერთად, შორ-მანძილზე მოქმედი რაკეტებით, F-16-ები შეცვლიან სურათს”,- ამბობს ,- ამბობს ყოფილი უკრაინელი დიპლომატი, საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ევნგენია გავერი.