Accentnews.ge
ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, 29-30 მარტს იდეათონი გაიმართება

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, 29-30 მარტს იდეათონი გაიმართება

12/03/2024 13:38:44 რეგიონები, რეკლამა

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, 29-30 მარტს იდეათონი გაიმართება.

ქუთაისის მერიის ცნობით, ახალგაზრდული იდეათონის მიზანია გამოავლინოს კრეატიული და საინტერესო იდეები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც ეკო სმარტ ქალაქის, განვითარებას, ეკო- მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას, სასურველი საცხოვრებელი და ვიზიტორებისათვის მიმზიდველი ქალაქის შექმნას.

იდეათონში მონაწილეობა შეუძლია 17-30 წლის ასაკის ახალგაზრდებს. მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. გუნდში წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 23 მარტამდე შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/fbYVpPbBgYTi6t4d6

იდეათონში გამარჯვებული იდეები რეალობად იქცევა და ქუთაისში განხორციელდება. იდეათონი იმართება ქუთაისში ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, რომელიც შემუშავდა ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით.

იდეათონის ორგანიზატორებია ქუთაისის მერია და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“. იდეათონის პარტნიორებია: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. იდეათონის დებულების გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/zgMTjwY8phZkfAs79

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S