
ამერიკულმა და ბრიტანულმა ძალებმა ჰუსიტების სამიზნეებზე მიიტანეს იერიში
12/03/2024 13:16:49 მსოფლიო
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე მიიტანეს იერიში.
თავდასხმები ამერიკულმა და ბრიტანულმა ძალებმა იემენის საპორტო ქალაქებზე და დასავლეთ იემენის პატარა ქალაქებზე განახორციელეს.
იემენური წყაროების მიხედვით, იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა.
ჰუსიტებთან აფილირებული საინფორმაციო სააგენტო Al Masirah იუწყება, რომ თავდასხმების ძირითადი სამიზნე ქალაქ ჰოდეიდაში რას ისას პორტი იყო. ამ თავდასხმის შემდეგ რამდენიმე საათში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰუსიტებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ ხომალდს რაკეტები ესროლეს.
რამდენიმე დღის წინ ჰუსიტების თავდასხმებს წითელ ზღვაში სამი მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. იერიში ასევე დაემთხვა მუსლიმებისთვის რამადანის წმინდა თვის პირველ დღეს.