
იტალიის საზღვაო ძალების ხომალდმა წითელ ზღვაში დრონებით თავდასხმა მოიგერია
12/03/2024 12:21:57 მსოფლიო
იტალიურმა ხომალდმა, რომელიც წითელ ზღვაში ევროკავშირის საზღვაო მისიაში მონაწილეობს, ორი დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ The Guardian იტყობინება.
იტალიურმა მხარემ Caio Duilio-ს ქმედებებს თავდაცვის აქტები უწოდა.
თავდასხმის დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. ამ თვის დასაწყისში იმავე გემმა კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდო.
აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედროებმა ჩამოაგდეს ათობით დრონი წითელ ზღვაში შაბათ-კვირას მას შემდეგ, რაც იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მებრძოლები თავს დაესხნენ სატვირთო გემს Propel Fortune-ს და ამერიკულ გამანადგურებლებს.
დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სპეციალური სამხედრო მისია რეგიონში 10 მოკავშირესთან ერთად სავაჭრო გემების დასაცავად. მას შემდეგ მათ ჩამოაგდეს ჰუთების მიერ გაშვებული მრავალი რაკეტა და დრონი,არაერთხელ დაარტყეს მათ სამხედრო ობიექტებსა და იარაღის საცავებს იემენში.
19 თებერვალს ევროკავშირის საზღვაო მისიამ წითელ ზღვაში სამოქალაქო გემების დასაცავად ოფიციალურად დაიწყო მუშაობა.