Accentnews.ge
ესტონეთი რუსული რეგისტრაციის მქონე ავტომობილების მფლობელების დაჯარიმებას იწყებს

ესტონეთი რუსული რეგისტრაციის მქონე ავტომობილების მფლობელების დაჯარიმებას იწყებს

12/03/2024 12:13:13 მსოფლიო

ესტონეთში იწურება გარდამავალი პერიოდი, რომელიც ითვალისწინებდა რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების მფლობელებისთვის დროის მიცემას ხელახალ რეგისტრაციაზე ზრუნვისთვის.

ე.წ. გარდამავალი პედრიოდი 13 მარტს სრულდება.

2023 წლის სექტემბერში ესტონეთმა ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნებით მანქანების შესვლა აკრძალა, ხოლო მათ, ვინც უკვე ესტონეთში იმყოფებოდა, ხელახალი რეგისტრაციისთვის დრო მიეცა.

ოთხშაბათიდან რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილის მართვა შესაძლოა 400 ევრომდე ჯარიმით დაისაჯოს. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ესტონეთში ხელახლა დარეგისტრირდა 83 მანქანა, რომლებსაც თავდაპირველად რუსული რეგისტრაცია ჰქონდათ. 2024 წელს კიდევ 13 მანქანა გადარეგისტრირდა.

ფინეთმა შეახსენა, რომ რუსული ნომრის მქონე მანქანებმა ქვეყანა 16 მარტამდე უნდა დატოვონ. ლიეტუვაში ეს გარდამავალი პერიოდი 11 მარტს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ, ასევე პოლონეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა აკრძალეს რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების შესვლა მათ ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S