Accentnews.ge
ვატიკანმა რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე პაპის განცხადება განმარტა

ვატიკანმა რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე პაპის განცხადება განმარტა

12/03/2024 12:08:13 მსოფლიო

კრიტიკის შემდეგ ვატიკანი რომის პაპის განცხადებას განმარტავს, რომელშიც იგი უკრაინას "თეთრი დროშის გამბედაობის" გამოჩენისკენ მოუწოდებდა.

ვატიკანის პრეს–სპიკერი ამბობს, რომ პაპი ფრანცისკე უკრაინას არა კაპიტულაციისკენ, არამედ მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოხატვისკენ მოუწოდებდა.

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ კი თქვა, რომ ფრანცისკეს მოწოდება უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომის დასრულებისკენაა მიმართული და "პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს".

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა შვეიცარიულ ტელეკომპანიასთან განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S