Accentnews.ge
კიშინიოვმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გადასცა დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო

კიშინიოვმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გადასცა დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო

12/03/2024 11:46:00 მსოფლიო

მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოუცხადა რუსეთის ელჩ ოლეგ ვასნეცოვს დნესტრისპირეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის გამო.

კიშინიოვმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონში უბნების ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის გარეშე გახსნა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გააგრძელებს სიტუაციის შეფასებას.

მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონს, დნესტრისპირეთს ფაქტობრივად აკონტროლებს ადგილობრივი ადმინისტრაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ეს რეგიონი მოლდოვას ნაწილია.

ელჩმა ვასნეცოვმა განაცხადა, რომ უბნები რეგიონის ფაქტობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად გაიხსნა.

მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვებისას რუსმა დიპლომატმა თქვა, რომ დიპლომატიური მისიის ამოცანაა ქვეყანაში დაახლოებით 250 ათასი რუსეთის მოქალაქის ინტერესების დაცვა, რომელთაგან ზოგიერთს შეუძლია მოითხოვოს ხმის მიცემის უფლება. მისი თქმით, მოსკოვი არ დახურავს საარჩევნო უბნებს.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 15, 16 და 17 მარტს არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S