Accentnews.ge
პუტინის ბიძაშვილი გარდაიცვალა

პუტინის ბიძაშვილი გარდაიცვალა

12/03/2024 11:00:18 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილი ევგენი პუტინი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება IvanovoNews. გამოცემა არ აკონკრეტებს გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებს.

ევგენი პუტინი იყო წამყვანი უროლოგი ქალაქ ივანოვოში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ვლადიმირ და ევგენი პუტინების მამები ძმები იყვნენ. ევგენის ვაჟი მიხაილი იკავებს "გაზპრომის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს და არის სახელმწიფო მონოპოლისტის საბჭოში. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ის არის პუტინის "შორეული ნათესავი", რომელთანაც ის "არ ურთიერთობს".

რუსეთის პრეზიდენტის ბიძაშვილის ქალიშვილი, ანა დაქორწინებულია კემეროვოს ოლქის გუბერნატორ სერგეი ცივილევზე. 2018 წელს იგი გახდა ქვანახშირის მომპოვებელი ერთ-ერთი უდიდესი რუსული საწარმოს, "კოლმარის" 70%-ის მფლობელი.

IvanovoNews-ის ცნობით, ევგენი პუტინის დაკრძალვა კვირას, 10 მარტს გაიმართა. ოფიციალურად პუტინი დაკრძალვაზე არ იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S