Accentnews.ge
ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა შეიარაღებული ბანდების ბუნტის ფონზე გადადგომის შესახებ განაცხადა

ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა შეიარაღებული ბანდების ბუნტის ფონზე გადადგომის შესახებ განაცხადა

12/03/2024 10:48:45 მსოფლიო

ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არიელ ჰენრი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ქვეყნის დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაიკავეს და მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

კარიბის ზღვის საზოგადოების (რეგიონული ბლოკის) წევრებმა ასევე მოითხოვეს მისი გადადგომა: მათ განაცხადეს, რომ ანრის ხელისუფლებაში დარჩენა ხელს უშლიდა გარდამავალი მთავრობის შექმნას.

ანრი ახლა კუნძულ პუერტო რიკოზე იმყოფება, საიდანაც ჩაწერა თავისი ვიდეო გზავნილი ჰაიტის მოქალაქეებისთვის:

„მთავრობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, გარდამავალი საბჭოს შექმნისთანავე გადადგება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჰაიტის ხალხს ამ შესაძლებლობისთვის. ვთხოვ ყველა ჰაიტელს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს".

ჰაიტიში არეულობა დაიწყო თებერვლის ბოლოს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი კენიაში ჩაფრინდა, რათა კოორდინირება გაეწია უცხოური ჯარების განლაგებისთვის ბანდებთან საბრძოლველად. ჯგუფმა ომი გამოუცხადა პრემიერ–მინისტრს, პარალიზება მოახდინა დედაქალაქის ცხოვრების და მოითხოვა მისი გადადგომა. კერძოდ, შეიარაღებული ჯგუფების წევრები თავს დაესხნენ ჰაიტის მთავარ ციხეს პორტ-ო-პრენსში და გაათავისუფლეს რამდენიმე ასეული პატიმარი.

ანრი ქვეყანას ხელმძღვანელობდა 2021 წლის ივლისში ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S