
ივანოვოს რაიონში რუსულ ილ-76–ს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა
12/03/2024 10:36:33 მსოფლიო
რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს Il-76 ფრენისას ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად თვითმფრინავი ივანოვოს რეგიონში, სოფელ პოდტალიცის მახლობლად ჩამოვარდა.
მედია მომხდარის ამსახველ კადრებს აქვეყნებს. ვიდეოს მიხედვით, თვითმფრინავის მარჯვენა ძრავას გაუჩნდა ცეცხლი.
ადგილზე სამაშველი სამსახურები მუშაობენ.
ტელეგრამ-არხი 112 იუწყება, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ტვერში იყო ბაზირებული. მის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა სევერნიდან აფრენისას, ეკიპაჟმა სცადა ავარიული დაშვება ასაფრენ ბილიკზე, მაგრამ ეს ვერ შეძლო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოვარდნილ ილ-76-ზე ეკიპაჟის რვა წევრი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა. საჰაერო კოსმოსური ძალების კომისია აეროდრომზე მიფრინავდა.