Accentnews.ge
ლეიენი: ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს

ლეიენი: ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს

12/03/2024 10:02:06 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის რეკომენდაციას გასცემს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ქვეყანამ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა.

"რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებსა და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ, დღეს ჩვენ გადავწყვეტთ და რეკომენდაციას მივცემთ საბჭოს, რომ დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან...ერთ წელში ქვეყანამ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე 10 წელში", – განაცხადა მან.

მისი თქმით, ახლა ბოსნია და ჰერცეგოვინა სრულად შეესაბამება ევროკავშირის "საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური არეულობის დროს".

გარდა ამისა, ლეიენის თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვან კანონებს იღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S