Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინა 2000-კილომეტრიან მონაკვეთზე თავდაცვით ზღუდეს აშენებს

ზელენსკი: უკრაინა 2000-კილომეტრიან მონაკვეთზე თავდაცვით ზღუდეს აშენებს

12/03/2024 06:50:59 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდაცვითი ზღუდეებისა და საფორტიფიკაციო ხაზების მშენებლობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

"მნიშვნელოვანი თემაა ფორტიფიკაციები. მოვისმინე პრემიერ შმიჰალის ანგარიში ახალი თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის შესახებ. საუბარია 200-კილომეტრის სიგრძის 3-ზოლიან ხაზზე, ამოცანა მასშტაბურია, მაგრამ მშენებლობის ტემპია კარგია, იმედი გვაქვს სამუშაოები დროულად დასრულდება",- განაცხადა ზელენსკიმ საომარი კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ.

პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ზელენსკიმ მოისმინა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების ანგარიში სამხედრო მეთაურებისგან, მათ შორის ალექსანდრ სირსკისა და გენშტაბის უფროს, ანატოლი ბარგილევიჩისგან.

მასშტაბური თავდაცვითი ხაზების მშენებლობის დაჩქარების შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ წლის დეკემბერში გამოსცა.

თავდაცვითი ზღუდეების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო კვირებში, რაც უკრაინის არმიის ს დანაყოფები ქალაქ ავდეევკიდან გავიდნენ, რომელიც მთელ ფრონტზე უკრაინელების ყველაზე კარგად გამაგრებულ რაიონად მიიჩნეოდა.

ქალაქიდან გასვლის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ მიმდებარე სოფლებში უკრაინელ მებრძოლებს სახელდახელოდ უწევდათ სანგრების თხრა, ვინაიდან მომზადებული პოზიციები არ არსებობდა.

ბოლო კვირებში ფრონტის მთელ მონაკვეთზე უკრაინამ თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის ტემპი შესამჩნევად გაზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S