
ამერიკული დაზვერვა: ჩინეთი რუსეთს ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით დახმარებას უწევს
12/03/2024 06:27:19 მსოფლიო
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, "ქვეყანა მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგის წინაშე დგას, რომელიც დაძაბულია დიდი ძალების კონკურენციით, ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონული კონფლიქტებით".
„ამბიციური ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონული ძალა, როგორიცაა ირანი და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ის მოწინავეობას“, - აცხადებენ სააგენტოები ყოველწლიურ ანგარიშში სახელწოდებით „წლიური საფრთხეების შეფასება“.
მოხსენება ძირითადად ყურადღებას ამახვილებდა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე, რომლებიც შეერთებული შტატების ყველაზე დიდი კონკურენტები არიან, ასევე, საუბარია ისრაელ-"ჰამასის" ომთან დაკავშირებით უფრო ფართო კონფლიქტის რისკზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ "ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს რუსეთს უკრაინაში ომის დროს, რუსეთის ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერით". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთს შეუძლია, გამოიყენოს ტექნოლოგია, რათა გავლენა მოახდინოს აშშ-ში მიმდინარე წელს დაგეგმილ არჩევნებზე.
"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება და ჩინური საქონლის ექსპორტი, რომელიც პოტენციურად სამხედრო მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, 2022 წლიდან სამჯერ გაიზარდა", – ნათქვამია ანგარიშში.