Accentnews.ge
რუსეთის ოთხ ოლქზე და დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ოთხ ოლქზე და დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

12/03/2024 05:29:22 მსოფლიო

რუსეთის სამ ოლქზე და დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.

ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ "საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს დედაქალაქისკენ მიმავალი დრონის შეტევა".

"უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოცვივდა მოსკოვის ოლქის ქალაქ რამენსკოეს ტერიტორიაზე, სადაც, წინასწარი მონაცემებით, არაფერი დანგრეულა და არავინ დაშავებულა", – აცხადებს მერი.

გარდა ამისა, რუსეთის ორიოლის ოლქში დრონით დარტყმის შედეგად ნავთობის რეზერვუარს ხანძარი გაუჩნდა. როგორც რუსული მედია წერს, ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო გახდა 60-ზე მეტი მეხანძრის და სპეციალური სახანძრო მატარებლის გამოძახება.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ბელგოროდის ოლქზეც. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, "უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში, სადაც არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ენერგომომარაგება შეუწყდა შვიდ დასახლებულ პუნქტს".

გასული ღამის განმავლობაში ოთხი დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი, რომელიც შედეგებს არ აკონკრეტებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „ჩამოაგდო“ ვორონეჟის ოლქშიც.

უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს. კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ყველა ის ობიექტი, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S