Accentnews.ge
ომის დროს რუსეთის არმიას მესამედ შეუცვალეს მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი

ომის დროს რუსეთის არმიას მესამედ შეუცვალეს მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი

11/03/2024 19:50:36 მსოფლიო

რუსი გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი ბულიგა დაინიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, რომელიც პასუხისმგებელია ჯარების ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე, იტყობინება რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით.

ადრე ბულიგა ხელმძღვანელობდა ლოგისტიკას რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქში, როგორც ამ სამხედრო ფორმირების მეთაურის მოადგილე.

ომის დაწყების შემდეგ მესამედ შეცვალეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლოგისტიკის საკითხებში: 2022 წლის სექტემბერში დიმიტრი ბულგაკოვი, რომელიც ამ თანამდებობას 14 წლის განმავლობაში იკავებდა, შეცვალა მიხაილ მიზინცევმა, მან პოსტზე რვა თვეზე ნაკლები დრო დაყო, ის 2023 წლის აპრილში ალექსეი კუზმენკოვმა შეცვალა.

ომის დაწყებიდანვე რუსული არმია მარაგის კუთხით პრობლემებს განიცდიდა. თავდაპირველად საუბრობდნენ საკვების დეფიციტზე; მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის წევრმა ანდრეი გურულევმა თქვა, რომ გაურკვეველი იყო, სად გაქრა მილიონნახევარი სამხედრო ფორმის ნაკრები პერსონალის მიმღების პუნქტებიდან. შედეგად, ბევრი მობილიზებულს თავად მოუწია აღჭურვილობის შეძენა. აღინიშნა, რომ სამხედროებს აბარებდნენ გამოუსადეგარ იარაღს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S