Accentnews.ge
მოსამართლე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარე გახდა

მოსამართლე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარე გახდა

11/03/2024 19:29:05 მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლეებმა პლენარულ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს ტომოკო აკანე – ის იყო იმ მოსამართლეთა შორის, რომელთა გადაწყვეტილებითაც გაიცა სასამართლოს მიერ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის 17 მარტს. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულის ჩადენაში - სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და რუსეთში გადაყვანაში.

პირველ ვიცე-პრეზიდენტად მოსამართლე როსარიო სალვატორე აიტალა აირჩიეს, ხოლო მეორე ვიცე-პრეზიდენტად – მოსამართლე რეინ ალაპინი-განსუ. პრეზიდიუმის წევრები ირჩევიან სამი წლის ვადით.

ტომოკომ აღნიშნა, რომ „სასამართლო მოითხოვს სტაბილურ, მოთანამშრომლე და ერთიან ხელმძღვანელობას ამ რთულ დროს“. მან პირობა დადო, რომ ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო ორგანოებს შორის დიალოგის ხელშეწყობაზე, დაცვის წარმომადგენლებსა და მსხვერპლებთან, ასევე მონაწილე სახელმწიფოებთან და ქვეყნებთან დიალოგის გაძლიერებაზე, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რომის სტატუტი რატიფიცირებული.

აღნიშნულია, რომ პრეზიდიუმი, რომელიც შედგება ხელმძღვანელისა და ორი ვიცე-პრეზიდენტისგან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ICC-ს სტრატეგიული ხელმძღვანელობის უზრუნველყოფაში. რომის სტატუტის, ICC-ის მთავარი ხელშეკრულების თანახმად, პრეზიდიუმი პასუხისმგებელია მის სათანადო ადმინისტრირებაზე, გარდა პროკურორის საქმიანობისა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S