
რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ
11/03/2024 18:47:55 მსოფლიო
რუსეთი, ჩინეთი და ირანი ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეტყობინების მიხედვით, „სწავლების პრაქტიკული ნაწილი არაბეთის ზღვის ომანის ყურის წყლებში ჩატარდება“.
იუწყებიან, რომ ერთობლივ წვრთნებში, სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი - 2024“, სამხედრო ხომალდები და ავიაცია ჩაერთვება და მის მიზანს "საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავება" წარმოადგენს.
უწყების ცნობით, პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობას დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ.
ირანული სააგენტო Tasnim წერს, რომ 12 მარტს დაიწყება წვრთნების ძირითადი ეტაპი .