Accentnews.ge
მოსკოვი კვლავ "პრაგმატულ დიალოგზე" და ქართველებთან "სრულფასოვანი თანამშრომლობისადმი" ინტერესზე საუბრობს

მოსკოვი კვლავ "პრაგმატულ დიალოგზე" და ქართველებთან "სრულფასოვანი თანამშრომლობისადმი" ინტერესზე საუბრობს

11/03/2024 18:28:53 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი კვლავ ირწმუნება, რომ მოსკოვი "პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული". თუმბა ბუნდოვანია, როგორ წარმოუდგენია "სრულფასოვანი თანამშრომლობა" მას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში.

კრემლის პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში კარასინი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე ცვლილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის დროს "მიღწეული შედეგები კვლავ მოთხოვნადი იქნება":

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიღწევები კვლავ მოთხოვნადი იქნება. რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული“, - განაცხადა კარასინმა.

კარასინმა თქვა, რომ 2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ორმხრივი ურთიერთობების "ნორმალიზებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კურსს მხარი უყოყმანოდ დაუჭირა" და სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების განხილვისთვის არაფორმალური დიალოგის მექანიზმი შეიქმნა.

მისი თქმით, აბაშიძესთან 26 შეხვედრა შედგა, ძირითადად პირისპირ, "მუდმივი კონტაქტი დისტანციურ ფორმატში შენარჩუნდა“.

კარასინმა თქვა, რომ ფორმატმა ორი ქვეყნის "ხალხებს შორის კონტაქტებს ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო". ამ კუთხით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ეკონომიკურ კავშირებს, ბიზნეს წრეებს შორის "ურთიერთქმედების გააქტიურებას" და ტურიზმს.

იხილეთ ასევე: რას ელიან რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერის სპეცწარმომადგენლის ცვლილებით

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S