Accentnews.ge
საფრანგეთის მთავრობამ "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერშეტევების შესახებ განაცხადა

საფრანგეთის მთავრობამ "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერშეტევების შესახებ განაცხადა

11/03/2024 17:09:53 მსოფლიო

10 მარტის საღამოდან საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო უწყება კიბერშეტევების სამიზნე გახდა, რომელსაც ამ დრომდე წარმატებით იგერიებენ,– ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, წერს AFP.

შეტყობნებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო უწყება კვირიდან მოყოლებული დაექვემდებარა "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერთავდასხმებს. თავდასხმების საწინააღმდეგოდ ამოქმედდა კრიზისული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფდა IT ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

საფრანგეთის მთავრობამ არ დააკონკრეტა ინციდენტის დეტალები, მხოლოდ აღნიშნა, რომ კიბერშეტევების გავლენა ამ დროისთვის შემცირებულია და სამთავრობო ვებგვერდებზე წვდომა აღდგა.

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურში AFP-ის წყარომ განაცხადა, რომ თავდასხმები "არ შეიძლება იყოს დაკავშირებული რუსებთან" და რომ შრომის სამინისტრო ყველაზე მეტად დაზარალდა.

საფრანგეთმა ადრე არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია პრორუსი ჰაკერების მიერ კიბერშეტევების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S