Accentnews.ge
რუსეთში სამხრეთ კორეის მოქალაქის წინააღმდეგ პირველად აღძრა "ჯაშუშობის" საქმე

რუსეთში სამხრეთ კორეის მოქალაქის წინააღმდეგ პირველად აღძრა "ჯაშუშობის" საქმე

11/03/2024 17:00:29 მსოფლიო

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე პეკ ვონ სუნი დააკავეს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო სააგენტო ТАСС სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთში სამხრეთ კორეის მოქალაქის წინააღმდეგ ჯაშუშობის საქმე აღიძრა.

როგორც გამოცემა წერს, პეკ ვონ სუნს უცხოური სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფოებრივი საიდუმლოებების მიწოდება ედება ბრალად. ბრალდებულის შესახებ სასამართლო მასალას გრიფით "საიდუმლო" აქვს მინიჭებული.

იტყობინებიან, რომ სამხრეთ კორეის მოქალაქე 2024 წლის დასაწყისში ვლადივოსტოკში გამოძიების მსვლელობის ფარგლებში დააკავეს და თებერვლის ბოლოს მოსკოვში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 11 მარტს რუსულმა სასამართლომ მას წინასწარი დაკავების ვადა 15 ივლისამდე გაუხანგრძლივა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S