Accentnews.ge
რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს

11/03/2024 16:42:04 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს, შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა,– იტყობინება ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი.

მისივე ცნობით, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

"დაახლოებით 13:30 საათზე რუსეთმა დაბომბა ვოვჩანსკი, რის შედეგადაც 70 წლის ქალი დაშავდა. დამპყრობლებმა ასევე დააზიანეს 8 კერძო სახლი. 13:00 საათის შემდეგ რუსულმა არმიამ კუპიანის რაიონს შეუტია. მანამდე სოფელ ჰლუშკოვკაში სამი კაცი დაჭრეს. ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან და სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, რუსებმა ასევე შეუტიეს ხარკოვის რაიონის სოფელ კუტუზივკას S-300 საზენიტო მართვადი რაკეტებით. შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S