
ჩერნიგოვში ომის დანაშაულისთვის 15 რუს სამხედროს 12-12–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
11/03/2024 15:52:49 მსოფლიო
რუსეთის არმიის 15 სამხედრო მოსამსახურეს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ომის დანაშაულისთვის გაასამართლეს,- იტყობინება უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ჩერნიგოვის საოლქო პროკურატურის საჯარო ბრალდების თანახმად, 15 რუსი სამხედრო, ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაგიდნიში, ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის, დამნაშავედ ცნეს.
თითოეულ მათგანს 12–12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, 2022 წლის მარტის დასაწყისსში, იაგიდნიას სკოლის სარდაფში იძულებით დააკავეს 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი და იყენებდნენ "ცოცხალ ფარად", რათა დაეცვათ სამეთაურო პუნქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან შესაძლო შეტევითი მოქმედებებისგან.
დატყვევებულთაგან 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაკავების, არაადამიანური პირობებისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობის გამო დაიღუპა.