
დუდა: NATO-ს ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ს 3% უნდა დახარჯონ
11/03/2024 14:22:32 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3% უნდა დახარჯონ.
„თეთრ სახლში ჩემი ვიზიტის ფარგლებში მსურს, შეთავაზება გავაკეთო და ამის შესახებ მოკავშირეებთან და იენს სტოლტენბერგთანაც ვისაუბრებ, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი პროდუქტის 2% კი არ დახარჯონ, არამედ 3% და ეს ლიმიტი იყოს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.
დუდამ აღნიშნა, რომ თუ მოკავშირეები თავდაცვას გააძლიერებენ, მაშინ ძლიერ ალიანსზე თავდასხმას ვერავინ გაბედავს.
ანჯეი დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 12 მარტს თეთრ სახლს ეწვევიან.