
გალანტი: ვიცით, რომ რამადანი ასევე შეიძლება იყოს ჯიჰადის თვეც, ჩვენ მზად ვართ, შეცდომები არ დაუშვათ!
11/03/2024 12:49:18 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ ისრაელი ყველა შესაძლო თავდასხმისთვის და პროვოკაციისთვის მზადაა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საჯარო მიმართვა რამადანის მილოცვით დაიწყო და თქვა, რომ ისრაელი პატივს სცემს ადამიანების თავისუფალი აღმსარებლობის უფლებას ალ-აქსას მეჩეთში და სხვა წმინდა ადგილებში.
გალანტის თქმით, რამადანი წმინდა თვეა, რადგან გადმოცემის თანახმად, ამ თვეში გაცხადდა ყურანი და სწორედ რამადანის დროს არის შესაძლებლობა მეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის და ოჯახური კავშირების გაძლიერებისთვის. თუმცა, მისივე თქმით, "ჩვენ ვიცით, რომ რამადანი ასევე შეიძლება იყოს ჯიჰადის თვეც. მივმართავთ ყველას, ვინც ცდილობს გამოგვცადოს - ჩვენ მზად ვართ, შეცდომები არ დაუშვათ!".