Accentnews.ge
მედია: ჯონსონი ვენესუელაში მადუროს საიდუმლოდ შეხვდა

მედია: ჯონსონი ვენესუელაში მადუროს საიდუმლოდ შეხვდა

11/03/2024 12:34:26 მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი წინა თვეში ვენესუელაში გაემგზავრა და ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს არაოფიციალურად შეხვდა,- იტყობინება Sunday Times.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრის დროს ჯონსონი ცდილობდა, ნავთობით მდიდარი ქვეყნის ლიდერი დაერწმუნებინა, რომ რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ გადაეცა. მათ ასევე განიხილეს გაერთიანებულ სამეფოსა და ვენესუელას შორის ურთიერთობების ნორმალიზება.

ჯონსონის სპიკერის თქმით, ვიზიტი "საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) აქტიური მხარდაჭერით შედგა და საგარეო საქმეთა მდივანი ინფორმირებული იყო."

ვენესუელის პრეზიდენტი მადურო, რომელიც რუსეთის მხარდამჭერია, დიდწილად იზოლირებულია დასავლური ქვეყნებისგან. აშშ–ს სანქციები აქვს დაწესებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S