
მასშტაბური ოპერაცია თურქეთში, ტერაქტების მომზადების ბრალდებით 33 ადამიანი დააკავეს
11/03/2024 08:57:53 მსოფლიო
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინცია საკარიაში ჩატარებული ოპერაციის დროს 33 ადამიანი დააკავეს.
როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ Twitter-ზე განაცხადა, ისინი ეჭვმიტანილები არიან ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში და ტერაქტების მომზადებაში 31 მარტს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების წინ.
მინისტრის თქმით, დაკავებულები ტერორისტულ ჯგუფს თანხას გადასცემდნენ მის რიგებში ახალი ბოევიკების რეკრუტირება ახორციელებდნენ, ხოლო თავიანთ საქმიანობას არალეგალური სამლოცველოების და რელიგიური სკოლების მეშვეობით აწარმოებდნენ.
რეიდის დროს უშიშროების ძალებმა ამოიღეს იარაღი, პროპაგანდისტული მასალა და დიდი რაოდენობით თანხა.
თურქეთს არაერთხელ განუცდია ტერორისტული თავდასხმები, რომლებიც დაკავშირებულია "ისლამურ სახელმწიფოსთან". დაჯგუფება პასუხისმგებელი იყო იანვარში სტამბოლის კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმაზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.