Accentnews.ge
უკრაინულმა დოკუმენტურმა ფილმმა „20 დღე მარიუპოლში“ ოსკარი მიიღო

უკრაინულმა დოკუმენტურმა ფილმმა „20 დღე მარიუპოლში“ ოსკარი მიიღო

11/03/2024 06:40:48 მსოფლიო

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად აღიარა უკრაინელი მსტისლავ ჩერნოვის „20 დღე მარიუპოლში“. ის ისტორიაში პირველი უკრაინული ფილმია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად მიჩნეული „ოსკარი“ მიიღო.

ამერიკის კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების 96-ე ცერემონიაზე გამოსვლისას მსტისლავ ჩერნოვმა თქვა, რომ მისი სურვილი იქნებოდა, არასდროს გადაეღო ეს ფილმი და „ოსკარი“ გაეცვალა იმაში, რომ რუსეთი არასდროს შეჭრილიყო უკრაინაში.

იმედი მაქვს, ეს გამარჯვება უფრო მეტ ადამიანს მოუყვება იმის შესახებ, რაც ხდება და ჩვენ შეგვამჩნევენ. ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“ - მიმართა აუდიტორიას ჩერნოვმა.

ფილმი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებს გადმოსცემს. მსტისლავ ჩერნოვთან ერთად ფილმზე მუშაობდნენ ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა და პროდიუსერი ვასილისა სტეპანენკო. ისინი მარიუპოლში 24 თებერვალს ჩავიდნენ, როგორც Associated Press-ის კორესპონდენტები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და მარტის შუა რიცხვებში დატოვეს ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით. სწორედ მათ უჩვენეს მსოფლიოს მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგები.

დოკუმენტურ ფილმს ის ვიდეო მასალები დაედო საფუძვლად, რომელიც ჩერნოვმა გამოიტანა ქალაქიდან.

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S