Accentnews.ge
კულება: შეხედეთ ბახმუტსა და ავდიივკას, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე იაფი გზა უკრაინელების მხარდაჭერა არის

კულება: შეხედეთ ბახმუტსა და ავდიივკას, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე იაფი გზა უკრაინელების მხარდაჭერა არის

10/03/2024 15:14:01 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კიევის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ამჯერად მან შესაბამისი განცხადება ლიეტუვურ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

"თუ რუსეთი NATO-ს წევრ ბალტიის ქვეყნებს თავს დაესხმება, ის დამარცხდება, მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდიივკას - მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა არის უკრაინელების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ებრძვიან.

კულებას განცხადებით, ლიეტუვას ეს ესმის და ამიტომ უჭერს მხარს უკრაინას.

„სხვები ისე წარმოაჩენენ, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლიათ“, - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S