Accentnews.ge
რუსეთის კურსკისა დაბელგოროდის ოლქებზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

რუსეთის კურსკისა დაბელგოროდის ოლქებზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

10/03/2024 14:08:19 მსოფლიო

რუსეთის კურსკისა დაბელგოროდის ოლქებზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მდებარე კურსკის რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის ადგილობრივ საწყობში ხანძარი გაჩნდა.

"უკრაინული დრონი ჩამოვარდა და ცეცხლში გაეხვა ნავთობის საწყობის ობიექტზე", - წერს გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი ტელეგრამით 10 მარტს და დასძენს, რომ ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

ამასთან, ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ამჯერად მისი რეგიონი უკრაინის ორი დრონის სამიზნე გახდა. მისი თქმით, მომხდარს მსხვეპლი არ მოჰყოლია.

რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები ხშირად ექვემდებარება სროლას, არის მსხვერპლი და ნგრევა. რეგიონული ხელისუფლება თავდასხმებში ძირითადად უკრაინის მხარეს ადანაშაულებს. კიევი ამ ცნობებზე განცხადებებს არ აკეთებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S