Accentnews.ge
მედია: კონგრესში უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობენ

მედია: კონგრესში უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობენ

10/03/2024 07:57:45 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი ეროვნული უშიშროების სფეროში წამყვანი კომიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად უკრაინის დახმარების ახალ, ალტერნატიულ პროექტზე მუშაობს, - იუწყება ამერიკული ტელეარხი NBC წყარობზე დაყრდნობით.

"კიევის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი უკვე დაახლოებით ნახევარი წელია დაბლოკილია კონგრესში და ახალი პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მხარდაჭერის მოპოვებას და ამ პროექტს არ შეეწინააღმდეგებიან კონსერვატორი რესპუბლიკელები, რომლებიც აპროტესტებენ უკრაინის დაფინანსების გაგრძელებას ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ხარჯზე", -აცხადებენ გამოცემის წყაროები.

მათი ცნობით, "კერძოდ, პროექტის ავტორები განიხილავენ უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების ნაწილის ერთგვარი კრედიტის ფორმით გამოყოფას".

ამავე თემაზე: ბაიდენი – კონგრესს: „თუ ვინმეს ამ დარბაზში ჰგონია, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, იგი ამას არ გააკეთებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S