Accentnews.ge
სახალხო დამცველი: მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა

სახალხო დამცველი: მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა

09/03/2024 15:43:53 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი 8 მარტს ადიგენში რელიგიური ნიშნით მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა.

"სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: გუშინ, დაბა ადიგენში წერეთლის N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა.

შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S