Accentnews.ge
მედია: შეერთებული შტატები უკრაინაში დიპლომატების რაოდენობას გაზრდის

მედია: შეერთებული შტატები უკრაინაში დიპლომატების რაოდენობას გაზრდის

08/03/2024 19:52:08 მსოფლიო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში დამატებით 30-40 თანამშრომლის გაგზავნას და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით დაწესებული მათი გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას გეგმავს. წერს Foreign Policy.

შეერთებული შტატების კონგრესი წელიწადზე მეტია მოითხოვს თეთრ სახლისგან, გაზარდოს მისი დიპლომატიური ყოფნა უკრაინაში, სამუშაოს მნიშვნელოვანი მოცულობის გამო, დაწყებული აშშ-ს დახმარების ზედამხედველობიდან ოფიციალური ვიზიტების მოწყობამდე.

გარდა ამისა, უკრაინაში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს ჯერჯერობით მხოლოდ კიევის შიგნით შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისთვის უნდა მიიღონ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს თანხმობა. ეს მექანიზმი გაჩნდა 2012 წელს ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე, კიევში აშშ-ის საელჩოში დაახლოებით 800 ადამიანი მუშაობდა, უმეტესობა ადგილობრივი იყო. საელჩოს პერსონალი ამჟამად 100-დან 200-მდე ამერიკელ დიპლომატს და სამხედრო პერსონალს ითვლის.

საელჩოს თანამშრომლებიც ჩივიან, რომ მათ არ აქვთ რესურსები და შესაძლებლობები საჭირო სამუშაოს შესასრულებლად, მათ შორის უკრაინის დახმარებისთვის. კერძოდ, მოგზაურობის შეზღუდვები ხელს უშლის აშშ-ს საელჩოს სპეციალისტ კონტრაქტორებს ფრონტის ხაზზე გამგზავრებაში, რათა დაეხმარონ ამერიკული აღჭურვილობის შეკეთებაში (უკრაინელი სპეციალისტები ზოგ შემთხვევაში ამას ვერ ახერხებენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის რისკის გამო). Foreign Policy არ აკონკრეტებს, ზუსტად როდის შევა ძალაში თეთრი სახლის გადაწყვეტილებები. კანონმდებლებმა კიევში საელჩოს პერსონალის გაზრდის შესახებ თებერვალში შეიტყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S