Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინამ და თურქეთმა ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ზელენსკი: უკრაინამ და თურქეთმა ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

08/03/2024 19:43:12 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, თურქეთთან, მათ შორის, გაფორმდა შეთანხმება ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე:

"უკრაინასა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის გულწრფელი და ნაყოფიერია. დღეს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებებს ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე როგორც მთავრობის დონეზე, ასევე კომპანიებს შორის.

შევხვდი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენ მზად ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა ყველაფერი მოვიყვანოთ მოქმედებაში, რაც განვიხილეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დისკუსიებით და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები ძლიერი იქნება",– თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე გამოთქვა მზაობა, სწრაფად გადაწყდეს ყველა საკითხი, რომელიც ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის რეკონსტრუქციას და ხალხებისთვის აუცილებელი ორმხრივი შეთანხმებების წინსვლას.

"დღეს უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაჭრობის გამარტივებისა და ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნის შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსაც მოეწერა ხელი თავდაცვის სამინისტროების დონეზე.

უკრაინა და თურქეთი აძლიერებენ ერთმანეთს, ისევე როგორც მთელ ჩვენს რეგიონს." - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში დღეს ჩავიდა. ერდოღანთან შეხვედრამდე გემთმშენებელი ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის საზღვაო ძალებისთვის სამხედრო გემებს აშენებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S