
ნათესავებისთვის კიდევ 10 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება მოხერხდა
08/03/2024 19:26:52 მსოფლიო
კიდევ 10 ბავშვი დააბრუნეს მშობლებთან რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან. ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდის Save Ukraine-ის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კულებამ განაცხადა.
ამ ბავშვებს შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებული გოგონაც იყო, – დააზუსტა ყულებამ.
„დედამისი, თამილა, ფეხმძიმე შეხვდა სრულმასშტაბიან შემოჭრას. პირველ თვეებში გადარჩენა ძალიან რთული იყო ოკუპაციის პირობებში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის ფონზე. ახალგაზრდა ქალს ნამდვილად ჰქონდა იმედი, რომ თავისუფალ უკრაინაში იმშობიარა, მაგრამ არა - სამშობიარომდე ქალს მოუხდა რამდენიმე რუსული ბკოკპოსტის გავლა. ჩვენ ძლივს შევთანხმდით სამხედროებთან სამშობიაროში შეშვებაზე. აფეთქებების ქვეშ ახალი სიცოცხლე დაიბადა“, - თქვა მან.
მთლიანობაში, რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნათესავებთან Save Ukraine-ს დახმარებით 261 ბავშვი დაბრუნდა.
უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის 19 546 ბავშვი იქნა დეპორტირებული უკრაინიდან რუსეთში. ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც ოფიციალურად დაფიქსირდა. რუსული მხარე თავის მხრივ ამტკიცებს, რომ 700 ათასი ბავშვი წაიყვანეს.
2023 წლის 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ედებათ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაცია.
2024 წლის იანვარში უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 517 ბავშვი დაბრუნდა, ასევე 2828 ზრდასრული, მათ შორის 150 მშვიდობიანი მოქალაქე.