
ეკატერინბურგში პოლიციამ ქალთა უფლებების მხარდამჭერი აქცია ჩაშალა
08/03/2024 15:34:34 მსოფლიო
ქალთა საერთაშორისო დღეს ეკატერინბურგში პოლიციამ ქალების უფლებების მხარდასაჭერი აქცია ჩაშალა.
ორგანიზატორების განცხადებით, ადგილi, სადაც შეკრება იყო დაგეგმილი, სამართალდამცველებმა გადაკეტეს და მიზეზად "საეჭვო ნივთის აღმოჩენა" დაასახელეს.
"ყველაფერი, რაც ხდება, არის პოლიტიკური ტერორი და სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა. ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ ქალების უფლებების საწინააღმდეგო კანონებსა და ინიციატივებს და არ შევწყვეტთ ხმამაღლა საუბარს ქალების პოლიტიკური უფლებების დაკარგვის, ოჯახში ძალადობის, რეპროდუქციული იძულებისა და პროსტიტუციის წინააღმდეგ. არანაირი ზეწოლა არ შეგვაჩერებს," - განაცხადეს აქტივისტებმა.