Accentnews.ge
UNICEF: 230 მილიონ ქალს და გოგოს დაუსახიჩრეს სასქესო ორგანო

UNICEF: 230 მილიონ ქალს და გოგოს დაუსახიჩრეს სასქესო ორგანო

08/03/2024 13:10:58 მსოფლიო

გაეროს ბავშვთა სააგენტოს, UNICEF-ის ცნობით, მსოფლიოში დღეს 230 მილიონ გოგოს და ქალს აქვს ჩატარებული სასქესო ორგანოს დასახიჩრების პროცედურა, რაც 30 მილიონით აჭარბებს 2016 წლის მონაცემს.

ქალთა საერთაშორისო დღეს გავრცელებულ ანგარიშში UNICEF-ი წერს, რომ ბრძოლა ნელი ტემპით მიმდინარეობს ამ პრაქტიკის წინააღმდეგ, რომლის დროსაც ქალს გენიტალიის გარე ნაწილს ნაწილობრივ ან სრულად აჭრიან.

"ქალის გენიტალიის დასახიჩრება ზიანს აყენებს გოგონათა სხეულებს, აბუნდოვანებს მათ მომავალს და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს", - წერს სააგენტო.

ანგარიშის თანახმად, სასქესო ორგანოს დასახიჩრების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის აფრიკაზე, 144 მილიონი ქალი და გოგო, 80 მილიონი - აზიაზე, 6 მილიონი - ახლო აღმოსავლეთზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S