Accentnews.ge
ჩეხეთის პრემიერი: უკრაინისთვის 300 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის პირველი პარტიის მისაწოდებლად თანხა შეგროვდა

ჩეხეთის პრემიერი: უკრაინისთვის 300 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის პირველი პარტიის მისაწოდებლად თანხა შეგროვდა

08/03/2024 13:02:44 მსოფლიო

ჩეხეთმა და მისმა პარტნიორებმა მოახერხეს თანხების მოძიება უკრაინისთვის 300 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის პირველი პარტიის მისაწოდებლად, განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.

„დიდი მადლობა ყველა ქვეყანას, რომელიც შეუერთდა ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. ჩვენ მოვახერხეთ საკმარისი თანხების შეგროვება 300 ათასი ერთეული საარტილერიო ჭურვების პირველი პარტიის შესაძენად. თუმცა, ჩვენი მიზანია გაცილებით მეტის მიწოდება! ჩვენი მუშაობა და ჩვენი დახმარება უკრაინისადმი აქ არ მთავრდება“, - წერს ფიალა სოციალურ ქსელ X-ში.

მისი თქმით, ჩეხეთი აგრძელებს პარტნიორების მოძიებას უკრაინის მხარდასაჭერად რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თებერვალში ავდეევკადან უკრაინული ჯარების გაყვანის წინა დღეს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ იქ არსებული კრიტიკული ვითარება , იმით ახსნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო საბრძოლო მასალა ამოეწურათ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ საზღვარგარეთ იპოვა დაახლოებით 800 ათასი საარტილერიო ჭურვი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირაში გაეგზავნოთ უკრაინელ სამხედროებს, თუმცა საჭიროა ფინანსური მხარდაჭერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S